მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიყურანი
ყურანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თავდაცვის ძალების მუსლიმ სამხედრო მოსამსახურეებს ყურანის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

სენაკში, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დაესწრნენ.

წმინდა გიორგის გამოსახულება ქაშუეთის ტაძარზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გიორგობა ავღანეთში: როგორ აღნიშნეს ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა დღესასწაული

ყურანის გადაცემის შემდეგ მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია.

სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.

ყველა ახალი ამბავი
0