მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ

© Sputnik / Alex Shlamovმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
მანამდე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება გადაეცათ თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და ომში მარჩენალდაკარგულ პირებს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემათ, იუწყება საქართველოს მთავრობა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი ჩაურიცხა

არსებული ინფორმაციით, ვეტერანები 1000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახები 500 ლარს მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას.

მანამდე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ.

ყველა ახალი ამბავი
0