წამლების ხარისხი საქართველოში შემოწმდება: ეროვნულ ლაბორატორიას სახელმწიფო დააფინანსებს

© photo: Sputnik / Evgeny Epachintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში წამლების ლაბორატორიის შესაქმენლად ბიუჯეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მობილიზებულია.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. წამლების ეროვნულ ლაბორატორიას, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის, პირველ ეტაპზე სახელმწიფო დააფინანსებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

Sinopharm–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
Sinopharm-ით ვაქცინაცია შესაძლოა პოლიკლინიკებშიც განხორციელდეს

მისი თქმით, საბაზო ლაბორატორიის შექმნას სამი მილიონი დოლარის ინვესტიცია სჭირდება.

ამ დროისათვის მედიკამენტების შესამოწმებლად საქართველო ევროპის ლაბორატორიებს მიმართავს, რაც დროსა და გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს.

„წელს ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნაა, რომელიც პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ხარჯით შეიქმნება. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, გვაქვს სხვა რესურსების გამოყენების შესაძლებლობაც. საუბარი მაქვს საკრედიტო ხელშეკრულებებზე: ევროპის საინვესტიციო ბანკთან შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა აღჭურვილობის შესაძენად. თუმცა პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საკითხს რეაბილიტაციისა და არჭურვილობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ, რათა წამლების ხარისხის ლაბორატორია უმოკლეს ვადებში ამოქმედდეს“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილენ.

აპრილის ბოლოს, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამლების ლაბორატორიის შესაქმენლად უკვე მობილიზებულია ბიუჯეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0