ყაზანში ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© courtesy of International Judo Federationლუკა მაისურაძე
ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ტურნირზე სამი მედალი აიღო და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ყაზანში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მაისურაძემ ფრანგ აქსელ კლერგეტს სძლია.

ნუგზარ ტატალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
ყაზანში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა

23 წლის მაისურაძისთვის ყაზანის ტურნირზე ამ წონით კატეგორიაში დებიუტი შედგა. მანამდე ქართველი ძიუდოისტი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ მაისურაძე „დიდი სლემის“ ტურნირების პრიზიორი მესამედ ხდება. მანამდე მას ჰქონდა ვერცხლი (აბუ-დაბი, 2019) და ბრინჯაო (ეკატერინბურგი, 2019).

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა კიდევ სამი ძიუდოისტი - იმედა გოგოლაძე (-90 კგ), ონისე სანებლიძე (-100 კგ) და საბა ინწკირველი (+100 კგ). ყველაზე ახლოს მედალთან იყო სანებლიძე, რომელიც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელთან, ნიაზ ბილალოვთან დამარცხდა.

ამგვარად, ყაზანის „დიდ სლემზე“ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. მანამდე ტურნირის ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ), ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი (-73 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცებში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი დაიკავა რუსეთმა, რომლის ძიუდოისტებმა 10 მედალი აიღეს (3-4-3). მესამე ადგილი გაიყვეს იაპონიის, უნგრეთის და ნიდერლანდების ნაკრებებმა.

ყველა ახალი ამბავი
0