Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბავშთან უნდა იმეგობრო?..“ – ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამის“ საშუალებით ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს და ხელმომწერებსაც მოუწოდებს აქტიურობისკენ.

ამჯერად ნუკიმ დისკუსიის გამართვა ბავშვთან ურთიერთობის თემაზე გადაწყვიტა.

მისი თქმით, შვილთან აუცილებელია გულწრფელი იყო და თავად გადაწყვიტა, რომ ის არასოდეს მოატყუოს.

„ბავშთან უნდა იმეგობრო თუ რიდი უნდა ჰქონდეს შენი? მეგობრობა გამორიცხავს პატივისცემას? რა არის სწორი მეთოდი? უნდა უმალავდე რაღაცეებს თუ გულწრფელი იყო? მე მაგალითად იმის მომხრე ვარ, რომ ჩემმა შვილმა ყველაფერი იცოდეს, არასდროს მოვატყუებ, მინდა ჰქონდეს ნდობა. ოღონდ შოკოლადი რომ უნდა და ვითომ კარადას ვერ ვაღებ, ტყუილში არ ითვლება. მე მინდა ვიცოდე მისი აზრები და ვეპყრობოდე პატარობიდან როგორც ზრდასრულ ადამიანს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რასაც უნდა გააკეთებს, უბრალოდ მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მას გავითვალისწინებ. თქვენ როგორ ფიქრობთ?" – წერს ნუკი.

ნუკი თვის დასაწყისში კორონავირუსით დაინფიცირდა. კოვიდ-ტესტის პასუხი დადებითი აღმოაჩნდათ ნუკის მეუღლეს და მცირეწლოვან ვაჟ ოლივერსაც. კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ იმის მიუხედავად, მას კორონავირუსი მსუბუქად გადააქვს, საავადმყოფოში მისვლა გახდა აუცილებელი.

კოშკელიშვილი პანდემიის დაწყების პერიოდში შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა მეუღლის გარეშე. ტელესახის ექიმი მეუღლე ამერიკაში კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და სწორედ ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა. „მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო (ბენის, თორე ჩემი ნება რომ იყოს...) სახლიდან საერთოდ არ გავსულვართ, ვინმესთვის რომ არ გადაგვედო. დედას გეფიცებით, გაფრენის პირას ვარ, სუფთა ჰაერი ისე მომენატრა...“ – აღნიშნა მსახიობმა.

ყველა ახალი ამბავი
0