ავტობანის მშენებლობაზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებული ორასამდე ადამიანი გაიფიცა

© Sputnik / Viktor Kaminskyგზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

საუკუნის პროექტი: რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა აქტიურად გრძელდება>>

გაფიცულები ყოველდღიური ანაზღაურების 30%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი რთულ სამუშაოს ასრულებენ, რაშიც მიზერულ ანაზღაურებას –  დღიურად 30 ლარს იღებენ. მათი მტკიცებით, საკვებისა და ტრანსპორტის ხარჯს თავად იხდიან და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახს ამ ხელფასით ვერ არჩენენ.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2020
საუკუნის პროექტი: გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე 2023 წელს დასრულდება

გაფიცულები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები საკითხის გადაწყვეტისთვის ერთკვირიან ვადას ითხოვენ.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0