„ითხოვე და მოგეცემა...“ – უშვილო წყვილის ახალი ფოტო ვირუსულად ვრცელდება

© photo: Sputnik / Nika Lataria„წაჩხურობა“ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში
„წაჩხურობა“ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება უშვილო წყვილის ფოტო წლების წინ და წლების შემდეგ – უკვე შვილთან ერთად წაჩხუროს მონასტერთან.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რამდენიმე წლის წინ სოციალური ქსელი მოიარა უშვილო წყვილის ფოტომ, რომლებიც წაჩხურობის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ და ერთ-ერთი ფოტოგრაფის ფოტოობიექტივში მოხვდნენ.

წლევანდელ დღესასწაულზე წყვილი უკვე შვილითაა წარმოდგენილი. ფოტოს ავტორი საზოგადოებას ახსენებს, რომ ეს სწორედ ის წყვილია, რომელიც ტაძართან სასწაულის მოლოდინში იყო მისული აკვნით.

აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე. უშვილო წყვილებს ხელში ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს. მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ და ნაკურთხ აკვანს შინ მიაბრძანებენ, ეს უფრო ძველი ტრადიციული რიტუალია, აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.

წაჩხურობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2018
ანგელოზის დალოცვილი წაჩხურუ – უშვილოთა იმედი

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა, შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილზე ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0