როგორი ეპიდვითარებაა სამეგრელოში

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაამარცხა 51-მა პაციენტმა. საკარანტინო სივრცეში ამჟამად 11 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მაშტაბით ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი. ამჟამად საკარანტინო სივრცეში იმყოფება 11 პირი.

სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში ამჟამად 257 პაციენტი მკურნალობს, 18-ის მდგომარეობა მძიმეა. 

კერძოდ, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 130 კოვიდ-პაციენტი გადის – 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 22 პაციენტია მოთავსებული, სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი, ხოლო სენაკის „სენამედში" – 12.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0