პრაღაში ქართული ეროვნული სამოსი გამოფინეს

© photo: Diplomatic Representations of Georgia / FBქართული სამოსის გამოფენა პრაღაში
ქართული სამოსის გამოფენა პრაღაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილია ტანსაცმლის ნიმუშები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იყენებდნენ, აგრეთვე ცნობილი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. პრაღის „სკლენაკის" გალერეაში გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსი" გაიხსნა, ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს დიპლომატიური მისიების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა და 30 მაისამდე გასტანს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ეროვნული კოსტიუმები, ასევე გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები.

საელჩო მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის პრაღის მერიის მრჩეველს სტრატეგიული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს  ონდრეი სვობოდას და „ნაციონალური სამოსის სახლის" ხელმძღვანელს ეკატერინე ჯავახიშვილს.

ყველა ახალი ამბავი
0