სომეხთა გენოციდი: თურქეთი გმობს ლატვიის სეიმის დეკლარაციას

© photo: Sputnik / Andrey Steninთურქეთის დროშა სტამბულში
თურქეთის დროშა სტამბულში - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო უწოდა ლატვიის სეიმის მიერ მიღებულ დეკლარაციას ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის დაგმობის შესახებ, ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ლატვიის პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარების შესახებ არის ისტორიის პოლიტიკური მოტივებით გადაწერის უსაფუძვლო მცდელობა. ჩვენ უარვყოფთ და მტკიცედ ვგმობთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას“, — აცხადებს თურქეთის საგარეო უწყება.

სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეფასდეს“, და ლატვიელი კანონმდებლების გადაწყვეტილება ამ თემისადმი ორმაგი სტანდარტების მტკიცებულებაა.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
აშშ-ის პრეზიდენტმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

აღინიშნება, რომ ლატვიის პარლამენტში დეკლარაციის მიღებას სეიმის დეპუტატების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, აპრილის ბოლოს ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდი ასევე აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. სომხური მხარის მონაცემებით, იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0