ინფექციის გავრცელების მკვეთრი ზრდისთვის ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა მზად არ აღმოჩნდა. საავადმყოფოებში ადგილები არ არის მძიმე პაციენტებისათვისაც კი, ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია. ბოლო დღეებში ინფიცირების ყოველდღიურმა რაოდენობამ 400 ათასამდე მიაღწია.
პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში 20 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს (აშშ-ის შემდეგ). დღეისათვის დაღუპულთა რაოდენობამ 222 ათასს გადააჭარბა – ამ მონაცემებში შედის გარდაცვალება იმ დაავადებების გამო, რომლებიც კორონავირუსმა გამოიწვია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეალური რიცხვები კიდევ უფრო მაღალია, რადგან პატარა ქალაქებსა და სოფლებში ინფიცირებულებისა და დაღუპულების შესახებ მონაცემები საერთო სტატისტიკაში არ შედის.

1/12
© AFP 2024 / MONEY SHARMA
ასე ხდება კორონავირუსისგან დაღუპულების კრემაცია ინდოეთში

2/12
© AFP 2024 / DIPTENDU DUTTA
კოვიდ-ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

3/12
© AP Photo / Altaf Qadri
კლინიკები გადავსებულია, ექიმები დაავადებულთა ნაკადს ვერ უმკლავდებიან. დაღუპულთა ნათესავები ექიმებთან ერთად გლოვობენ

4/12
© AP Photo / Manish Swarup
ექიმები გადაღლილობისგან მუშაობის პროცესში გონდ კარგავენ. ბევრი მათგანი დღეების განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს. ეს ფოტო ნიუ-დელის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრშია გადაღებული

5/12
© AP Photo / Mahesh Kumar A
ჰაიდარაბადში საყოველთაო იზოლაციის დროს ადგილობრივებს მოხალისეები საკვებს ქუჩაში ურიგებენ. წესრიგს პოლიცია იცავს

6/12
© AP Photo / Rajanish Kakade
მუმბაიში ჰოლის ფესტივალზე დაამზადეს დიდი ბრაზიანი კორონავირუსის ფიგურა, რომელიც ტრადიციული რიტუალების შესრულებისას დაწვეს

7/12
© AP Photo / Channi Anand
ინდოეთში ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეაჩერონ კორონავირუსის აქტიური გავრცელება

8/12
© AP Photo / Altaf Qadri
კოვიდ-ინფიცირებული მიყავთ საავადმყოფოში

9/12
© AP Photo / Channi Anand
ქვეყანაში საყოველთაო ტესტირება მიმდინარეობს. „პისიარ“ ტესტირება ღია ცის ქვეშ ტარდება

10/12
© AP Photo / Rafiq Maqbool
დღეისათვის ინდოეთში ინფიცირების 360 ათასი შემთხვევა ფიქსირდება ყოველ დღე

11/12
© AP Photo / Rajesh Kumar Singh
სულ ცოტა ხნის წინ, მარტში, ინდოეთში ჰოლის ფესტივალი გამართეს

12/12
© AP Photo / Rajanish Kakade
ექიმებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, ყველანაირად მხარს უჭერენ. ფოტოზე: ექიმებს ყვავილებს უყრიან ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენიდან ქალაქ მუმბაიში