მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში პირველად გაასაჯაროვა საკუთარი ქალიშვილის ფოტო, რომელიც მომღერალმა გასულ წელს ამერიკაში გააჩინა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე სოფოს ქალიშვილი უჭირავს, მას სახე დაუფარა და My Love – „ჩემი სიყვარული“ დააწერა.
ფეხმძიმობის შემდეგ სოფო ნიჟარაძე საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მომღერალი ასეთი გამხდარი ჯერ არავის ახსოვს. ტელევარსკვლავმა ინტენსიური ვარჯიში განაგრძო და სასურველ შედეგამდე სულ ერთი ნაბიჯი დარჩა. თავისუფალ დროს კი სოფო პილატესის სავარჯიშო სისტემასაც ეუფლება. როგორც ჩანს, სოფო გაჩერებას აღარ აპირებს, მის სხეულს კი დაკლებული კილოგრამები სულ უფრო და უფრო ეტყობა.
View this post on Instagram
რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და გოგონას სახელი გავრცელდა. სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 35 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა.
View this post on Instagram
აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა მისი თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. Instagram-ზე მომღერლის პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.
View this post on Instagram
რამდენიმე თვის მანძილზე ის ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას მალავდა, მოგვიანებით კი პანდემიის გამოცხადებას დაასწრო და ამერიკაში გაფრინდა. სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. ახლა ამერიკის ქუჩებში სეირნობს და შოპინგსაც ასწრებს. გარდა ამისა, მომღერალმა შტატებში ვარჯიშიც დაიწყო, რამაც მისი ტანი მეტად მომხიბლავი გახადა.
View this post on Instagram
სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.