ფინანსთა მინისტრი ჩინური პრეპარატით აიცრა

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
ლაშა ხუციშვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან მეორეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური წარმოების პრეპარატით ჩაიტარა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ ვაქცინის დასახელებას და მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც აღნიშნული პრეპარატით აცრა მილიონობით ადამიანმა გაიკეთა. 

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
ვახტანგ გომელაური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

„კარგი ვაქცინაა, ჩვენ შეგვიძლია მას ვენდოთ და თამამად გამოვიყენოთ იგი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც, რომლებიც რისკ-ჯგუფებში შედიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ჩინური წარმოების Sinopharm-ით ავიცერი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ვაქცინა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ვაქცინა ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ჩინური წარმოების ვაქცინით აცრა დღეს ასევე გაიკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მასთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს უწყების თანამშრომლებმაც. 

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 47.949 ადამიანს აქვს გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0