ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდაფეთქებას მაისის შუა რიცხვებში ელოდება

© Sputnik / STRINGERთერმოსკრინინგი
თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება, თუმცა სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ გასული წლის ნოემბერ–დეკემბრის მსგავსი ტრაგიკული სცენარი აღარ გამეორდება.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, და გამორიცხული არაა, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
პაატა იმნაძე: ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება

„წინასწარი პროგნოზებით, მაისის შუა პერიოდში პიკური მაჩვენებლები დაფიქსირდება. დღევანდელი მაჩვენებლები რეალურ სურათს არ იძლევა, ეს არის დაგროვებული შემთხვევები, რომელთა გამოვლენა სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, „მაისის არდადეგებზე“ მობილობაზე დაწესებული შეზღუდვა პირდაპირ აისახება ეპიდსიტუაციაზე. აქედან გამომდინარე, იგი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით მომავალშიც საჭირო გახდება დამატებითი შეზღუდვების შემოღება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერ–დეკემბერში, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, მობილიზებული იყო 7,5 ათასი საწოლი. ახლაც კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე ყოველდღიურად იზრდება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის ხარისხი – ამ დროისათვის 6 ათასი საწოლია მობილიზებული. 

ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამყრელიძე: კორონავირუსის მესამე ტალღას აპრილის ბოლოსთვის ველოდებით

გაბუნიამ კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა. თუმცა, აუცილებელია ეს მაჩვენებელი 90%-მდე ავიდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება, დასძინა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება პოპულაციურ იმუნიტეტს, გაბუნიას თქმით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრება. სექტემბერში დღეში ხუთიდან ათი ათასამდე ადამიანის აცრა იგეგმება.

5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 47,949 ადამიანს აქვს გაკეთებული – ვაქცინის ორი დოზა კი 7.009 ადამიანს აქვს მიღებული.

საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვის. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 2.171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0