კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
ბრალდებულებმა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიის თანამშრომლის მოსყიდვა 10 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ სცადეს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა კუთვნილი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის გამარჯვების მოპოვების მიზნით, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 ათასი აშშ დოლარი, თუ ის მათ საკუთარი კომპანიის სატენდერო წინადადების თანხის რაოდენობას წინასწარ გაანდობდა.

გამოძიება სსკ-ის 221-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0