საცურაო აუზებში ქლორი კორონავირუსს 30 წამში კლავს: ბრიტანული კვლევა

© photo: Pixabay / fancycrave1საცურაო აუზი
საცურაო აუზი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
ბრიტანელი პროფესორის თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ COVID-19-ის გადადების რისკი აუზის წყალში „წარმოუდგენლად დაბალია“.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საცურაო აუზები ქლორირებული წყლით უსაფრთხო და საიმედო გარემოა COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც კი, იუწყება გამოცემა Express ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერებზე დაყრდნობით.

„ქლორირებული წყალი აუზებში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის 30 წამში ინაქტივაციას უწყობს ხელს“, — აცხადებენ ბრიტანელი ვირუსოლოგები.

Hackensack Meridian Health-ის ცნობით, საცურაო აუზის წყლის დეზინფექციისთვის ქლორის აუცილებელი რაოდენობა ყველანაირ აღმძვრელს, მათ შორის ვირუსებსაც კლავს.

თერმოსკრინინგი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
ვის ურთულდება COVID-19: მეცნიერები ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

კვლევებით დადგინდა, რომ ერთ ლიტრ წყალზე 1,5 მლ თავისუფალი ქლორი 7-დან 7,2-მდე pH-ით ვირუსს 30 წამში ათასზე მეტჯერ ასუსტებს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებს არ გააჩნიათ არანაირი ცნობა საცურაო აუზებში ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების თაობაზე.

  • „შევურიეთ რა ვირუსი აუზის ქლორირებულ წყალს, ჩვენ დავადგინეთ, რომ ვირუსი აუზის წყალში კვდება: ის გადამდები აღარ არის“, — განაცხადა პროფესორმა ვენდი ბარკლაიმ.

მისი თქმით, კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ COVID-19-ის გადადების რისკი აუზის წყალში „წარმოუდგენლად დაბალია“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აცხადებდა, რომ კორონავირუსი შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ქლორის მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0