როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 6 მაისს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები დედაქალაქში ხუთშაბათს ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 6 მაისს დღის პირველ ნახევარში მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს.

ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 11, ხოლო დღისით მხოლოდ 18 გრადუსამდე დათბება.

მზე ადგილობრივი დროით 05:51 საათზე ამოვა და 20:03 საათზე ჩავა.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

ყველა ახალი ამბავი
0