სამაშველო ოპერაცია მესტიაში - ქალი ხევში გადაიჩეხა, მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს

© photo : press-service of the Emergency Management Service of Georgiaსამაშველო ოპერაცია მესტიაში - ქალი ხევში გადაიჩეხა, მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს
სამაშველო ოპერაცია მესტიაში - ქალი ხევში გადაიჩეხა, მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოს მაშველები

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. მაშველებმა მესტიაში ხევში გადავარდნილი ქალის ცხედარი იპოვეს, მისი თანმხლები მამაკაცი კი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც მაშველების დახმარებას ითხოვდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაშველებმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. ისინი მოქალაქეების დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ.

მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. გარდაცვლილი ქალის ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა ხევიდან უკვე ამოასვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0