რა გახდა 34 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
ექიმების განცხადებით, თანმდევი დაავადებების გართულებების გამო, ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი თანმდევი დაავადებები გახდა, იუწყება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

უწყების ცნობით, ახალგაზრდა პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკა „ბი–ემ–სიში“ 8 აპრილს მოათავსეს, პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია.

ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი.

 „მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადეს უწყებაში.

გასულ დღე–ღამეში აჭარაში კორონავირუსმა კიდევ ორ პაციენტი იმსხვერპლა.

ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 68 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 85 პაციენტი. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 483 პაციენტი, მათგან 89–ის მდგომარეობა მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0