მამა თეოდორე: ბევრი ადამიანია მონათლული... მაგრამ ქრისტე ვინ არის არ იცის

© photo: Sermons of Father Theodore Gignadze / FBდეკანოზი თეოდორე გიგნაძე
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
დეკანოზი თეოდორე გიგნიძე ქრისტიანობის არსისა და ქრისტეს მოძღვრების მნიშვნელობის  შესახებ საუბრობს.

 

მამა თეოდორე: ბევრი ადამიანია მონათლული, ეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ ქრისტე ვინ არის არ იცის
„ღმერთი არავის უხილავს. არავინ არ იცის ღმერთი როგორია, უბრალოდ წარმოდგენები აქვთ ადამიანებს, მაგრამ რომელიც იყო წიაღთა მამისათა, ანუ თავად ძე ღმერთი, მოვიდა და მან გვითხრა როგორია ღმერთი. ქრისტემ მოგვიტანა ცოდნა ღმერთის შესახებ. როცა ადამიანი ინათლება, თუ არ იცის ქრისტიანობის შესახებ, მისი მონათვლა არ შეიძლება. დღეს ძალიან ბევრი ადამიანია მონათლული, ეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ ქრისტე ვინ არის არ იცის“, ამბობს მამა თეოდორე.

მისივე განცხადებით, ქრისტემ ადამიანებს ასწავლა სიმშვიდე, სიწყნარე და გულმოწყალება. გარდა ამისა ქრისტემ მოუტანა ცხოვრების წესი, ცოდნა და მადლი.

ყველა ახალი ამბავი
0