Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ ვისთან ერთად გაატარა აღდგომის დღესასწაული მაია ასათიანმა - რომანტიკული ფოტო

© Facebook / Talk Show Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში რომანტიული ფოტო დადო, საიდანაც ირკვევა, რომ მან დღესასწაული საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა

რამდენიმე თვის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ თავსატეხი გაუჩინა, როდესაც მაია ასათიანის „სთორიში“ გაჩნდა ფოტო, სადაც მისი ხელი მამაკაცს ეჭირა, ორივეს კი ბეჭდები ეკეთათ. მაშინ მაია ასათიანმა საბოლოოდ მისი ვინაობა არ გაამჟღავნა, თუმცა მზად იყო მამაკაცის თანხმობის შემთხვევაში, ის ფოტოზე მოენიშნა. „დაგთაგო?“ – დააწერა ფოტოს ტელეწამყვანმა.

რამდენიმე საათის წინ მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ კვლავ იმ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. კაცის ცნობა მისი ბეჭდითაა შესაძლებელი, რომელიც სავარაუდოდ საქორწინო ბეჭედი არაა, უბრალოდ პატრონი მას როგორც თილისმას ისე ატარებს.

მაია ასათიანი რომ შეყვარებულია ამას რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს. მაშინ ტელეწამყვანმა თქვა, რომ რასაც მის პირად ცხოვრებაზე საუბრონდნენ მართალი იყო, უბრალოდ ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურს, რადგან ეს პირადი ცხოვრება მხოლოდ მისი არ არის.

„მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

ყველა ახალი ამბავი
0