ვაქცინა „სპუტნიკV" რუსეთიდან აზერბაიჯანში ჩაიტანეს

© photo: Sputnik / Murad Orujiev / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა „სპუტნიკV" რუსეთიდან აზერბაიჯანში ჩაიტანეს
ვაქცინა „სპუტნიკV რუსეთიდან აზერბაიჯანში ჩაიტანეს

 - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. რუსეთის ფედერაციის გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ცენტრის ვაქცინა „სპუტნიკV"-ს პირველი პარტია აზერბაიჯანში ჩაიტანეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

რამდენიმე ათასი დოზა ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კვირას, 2 მაისს დაეშვა.

როგორც აზერბაიჯანში რუსეთის ელჩმა მიხაილ ბოჩარნიკოვმა აღნიშნა, რუსული ვაქცინის პირველი პარტია 40 ათას დოზას მოიცავს.

ქვეყანაში მეორე პარტიაც მაისში შემოვა, აღნიშნა დიპლომატმა.

აშშ-ის მომხრეები რუსული „სპუტნიკV-ს“ შეძენაზე ალაპარაკდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
აშშ-ის მოკავშირეები რუსული „სპუტნიკ V“-ს შეძენაზე ალაპარაკდნენ

ვაქცინა „სპუტნიკV" დამტკიცებულია 60 ქვეყანაში, რომელთა საერთო მოსახლეობა 3 მილიარდ ადამიანს შეადგენს. პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა, რაც დადასტურებულია უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ვაქცინა ადამიანის კარგად შესწავლილ ადენოვირუსულ პლატფორმაზეა შექმნილი. ის ორ სხვადასხვა ვექტორს იყენებს ორი აცრისთვის და იმაზე ხანგრძლივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს, ვიდრე სხვა პრეპარატები, რომლებიც იმავე მექანიზმს იყენებენ ვაქცინაციისას.

აზერბაიჯანში 18 იანვარს მოსახლეობის SARS-CoV-2 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველად აზერბაიჯანში აცრა ჩაუტარდა მედმუშაკებს, შემდეგ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, შემდეგ მოვიდა 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა რიგი. ხოლო 22 მარტიდან დაიწყო 40 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა ვაქცინაცია. გამონაკლისს წარმოადგენენ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები, ორსულები და ალერგიული გართულებების მქონე პირები. ვაქცინაცია ტარდება ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac-ით.

გარდა ამისა, ადრე რესპუბლიკაში COVAX-პლატფორმის ფარგლებში კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინა Vaxzevria-ს 84 ათასი დოზა შეიტანეს. ამ ვაქცინით აცრის ჩატარება შეუძლიათ 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს.

ყველა ახალი ამბავი
0