კრიმინალი საქართველოში: შსს პირველი კვარტლის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – სამ თვეში დაახლოებით 4 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში დაახლოებით 14,2 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,3%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

თვე   დანაშაულის რაოდენობა
მარტი 5 145
თებერვალი      4 915
იანვარი    4 703

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – სამ თვეში დაახლოებით 4 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 29,4%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. 2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 1,4 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 61,4%.

მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 972 ფაქტი სამ თვეში, საიდანაც გახსნილია 4,4%.

ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული

დანაშაულის სახეობა შემთხვევების რაოდენობა
ქურდობა 4 066
ოჯახური ძალადობა 1 365
სატრანსპორტო დანაშაული 972
ნარკოდანაშაული 895
მუქარა     816

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 21 მკვლელობა, აქედან ხუთი – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 88 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება,22 – გაუპატიურება, 2 - ადამიანების მძევლად აყვანა, 6 – ადამიანებით ვაჭრობა, 6 – მექრთამეობა, 4 - ტერორიზმი.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 4.738  ადამიანი. აქედან 329 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 1.602 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0