საქართველოში ჯარში სამსახურისგან თავის არიდება გართულდა: კანონში ცვლილება ამოქმედდა

© photo : Irakli Garibashvili / FBსამხედროები ბლოკპოსტზე
სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
სამხედრო სამსახურისგან გადავადება აღარ შეეხება მღვდელმსახურებს და სასულიერო სემინარიის სტუდენტებს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც რელიგიური მოსაზრების გამო სამხედრო სამსახურზე უარი განაცხადეს, მიმდინარე წლის 1 მაისიდან ალტერნატიულ არასამხედრო სამსახურს გაივლიან.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

შესაბამის ცვლილებებს ბრძანებაში ხელი მოაწერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებებსა და განაცხადებს მიიღებს და განიხილავს სპეციალური სახელმწიფო კომისია. ხოლო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამ მოქალაქეების დასაქმებაზე იზრუნებს.

კერძოდ, სააგენტო მოიძიებს სამუშაო ადგილებს ალტერნატიული სამსახურისთვის, გააფორმებს ხელშეკრულებებს დაინტერესებულ არასამხედრო საწარმოებსა თუ ორგანიზაციებთან.

ხარვეზი კანონში

ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ 2017 წელს კანონში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" ხარვეზი აღმოაჩინა, რათა ახალგაზრდებს ჯარიდან კანონიერად გათავისუფლებაში დახმარებოდა.

კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურისგან გადავადება ეხებოდა მღვდელმსახურებს ან მათ, ვინც სასულიერო სემინარიაში სწავლობს. „გირჩის" ლიდერებმა დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება".

დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 18-დან 27 წლამდე 15 ათასზე მეტი ახალგაზრდა სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვიეს, რადგან ისინი „გირჩის" მიერ შექმნილი ორგანიზაციის „მღვდელმსახურები" გახდნენ. ჯარში სამსახურის ვადა 12 თვეა.

ყველა ახალი ამბავი
0