მშვიდობით, ბატონო კახი... ლეგენდარული მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

© Sputnik / STRINGERგამოთხოვება კახი კავსაძესთან
გამოთხოვება კახი კავსაძესთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა, საიდანაც ის ტაშის ფონზე გამოასვენეს.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა, საიდანაც ის ტაშის ფონზე გამოასვენეს.

დღეს ყველასათვის საყვარელ მსახიობს პატივი მიაგეს და სამძიმარი გამოუცხადეს მის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კულტურის ცნობილმა მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ცნობილ მსახიობს გამოეთხოვა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

კახი კავსაძე: ,,უკვე დე-ფაქტო ვხდები!“

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ყველა ახალი ამბავი
0