კლდის მასის ჩამოშლის გამო ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

© courtesy of Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, კლდის მასის ჩამოშლამ გზაზე გადაადგილება შეაფერხა და ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ამ ეტაპზე ადგილზე ტექნიკის მობილიზაცია ხდება და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0