წესები, რომლებიც მრევლმა სააღდგომო ლიტურგიაზე უნდა დაიცვას

© photo: Sputnik / Stringerღვთისმსახურება
ღვთისმსახურება - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
სააღდგომო დღესასწაულზე ეკლესიებში დაცული იქნება ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა ზომა.

 

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უნდა ჩატარდეს.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს. აღდგომის ღამეს ყველა ტაძარში წირვა აღევლინება.

კერძოდ, ღამის ლიტურგიაზე დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. მრევლი ვალდებულია, პირბადის მოხმარების წესები ზედმიწევნით შეასრულოს. 

ლოცვა  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სწორად ემზადებით აღდგომისთვის? – წესები, რომლებიც, შესაძლოა, არ იცოდეთ

ამასთან, ტაძრებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გახმოვანების სისტემაც. ხმის გამაძლიერებლების დახმარებით მრევლს საშუალება მიეცემა, საღვთო მსახურება ეკლესიის ეზოში მოისმინოს.

როგორც საპატრიარქომ განმარტა, აღდგომის ღამეს რისკ-ჯგუფში შემავალ მრევლს სახლში დარჩენა შეუძლია. ამ შემთხვევაში მათთან საზიარებლად სახლებში თავად სასულიერო პირები მივლენ.

ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები აღდგომის ღამეს შემსუბუქდება – „კომენდანტის საათი“ 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს (სწორედ ამ დროს ეკლესიებში საზეიმო ღვთისმსახურება იმართება).

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2-დან 4 მაისამდე პერიოდში სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა.

გასულ წელს, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მორწმუნეებს მისცეს სააღდგომო წირვაზე დასწრების უფლება, მაგრამ „კომენდანტის საათი“ ძალაში დარჩა. მიუხედავად ამისა, ბევრმა მორწმუნემ აღდგომის ღამე შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ტაძრებში გაათენა.

ყველა ახალი ამბავი
0