საქართველოს პარლამენტის სკანდალური საკანონმდებლო ცვლილებები - ოპოზიცია ვეტოს მოითხოვს

© Sputnik / STRINGERბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
 ახალ კანონპროექტში ოპოზიცია საპროტესტო აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით რეპრესიების საბაბს ხედავს.

 

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. 

აქტივისტის დაკავება აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
საქართველოში საპროტესტო აქციებზე დარღვევებისთვის სასჯელი გამკაცრდა

საქართველოში „წვრილმანი ხულიგნობის“ და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლებს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ყველაზე ხშირად იყენებენ. თითქმის ყველა აქცია დაკავებებით სრულდება.

 „ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, ვეტო დაადოს ამ ცვლილებებს, რომლებითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც კი აღშფოთებული არიან“, - აღნიშნა პარტია „ლელო–საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.

თავის მხრივ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია შეეცადა, რაც შეიძლება სწრაფად მიეღო ცვლილებები, რათა ოპოზიციას მისთვის ხელი ვერ შეეშალა.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ დაჩქარებით მიიღო კანონპროექტი. მათ, როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში, შეეცადნენ ამ კანონპროექტის მიღებას. ერთი მექანიზმი, რითაც შეიძლება  ამ კანონპროექტის შეჩერება, არის პრეზიდენტის ვეტო “, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, ოპოზიცია პარლამენტში ცვლილებების საკუთარ ვარიანტს წარადგენს.

რა წერია ცვლილებებში

მიღებული ცვლილებების თანახმად,  წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. 

ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამო თბილისის ციხის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

ამავე დარღვევის პირველად ჩადენისთვის სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, იცვლება ჯარიმები სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. დღეისათვის მოქმედი კანონით სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას 1000-დან 4.000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ცვლილებების მიხედვით კი, ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი დაჯარიმდება 3 500-დან 4 500 ლარამდე. ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

კანონის ახალი ვერსიით, პირველ ჯერზე სამართალდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 2 ათასიდან 3 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო განმეორებით დარღვევის შემთხევაში - 3,5 ათასი ლარიდან 4 ათას ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10-დან 15 დღემდე ვადით. 

ყველა ახალი ამბავი
0