საგარეჯოსა და გურჯაანში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

© photo: Sputnik / Igor Podgorny / გადასვლა მედიაბანკშისეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა განსაზღვრული არ არის, ამიტომ უცნობია, თუ რა ტიპის დახმარების გაწევას შეძლებს მუნიციპალიტეტი.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა, იუწყება „პირველი არხი“. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში საქართველოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაისეტყვა სოფლები პატარძეული, ხაშმი და უჯარმა, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში – კაჭრეთი, ჯიმითი და არაშენდა. სტიქიის შედეგად განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ჯერჯერობით სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. შექმნილ ვითარებას მერიის თანამშრომლები შეისწავლიან.

ძლიერმა სეტყვამ გუშინ კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. უხვმა ნალექმა ვენახების, საკარმიდამო ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50-60% გაანადგურა. სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა სოფლები კაბალი და ბაისუბანი.

სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ღრუბლიან და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0