„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კატასტროფა“: ისრაელის პრემიერმა გლოვის დღე გამოაცხადა01

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიბენიამინ ნათანიაჰუ
ბენიამინ ნათანიაჰუ - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის დაშავებულებიდან ექვსი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 18-ს სერიოზული ტრავმები აქვს და მძიმედაა, რვა ადამიანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის გამო.

ტრაგედია ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
ისრაელში ჭყლეტას 44 კაცი ემსხვერპლა: ვრცელდება ვიდეოკადრები

მერონის მთაზე, სადაც რაბინ შიმონ ბარ-იოჰაის საფლავი მდებარეობს, ლაგ-ბარ-ომერის დღესასწაულზე 100 ათასამდე მორწმუნე შეიკრიბა. ეს პირველი მასობრივი ღონისძიება იყო კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ. ჭყლეტის შედეგად 44 კაცი დაიღუპა და 150 დაშავდა. უბედურების ადგილიდან ცხედრების გამოსატანად ხელისუფლებამ არმია გამოიყენა.

„კატასტროფა მერონზე — ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კატასტროფაა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს დაატყდა თავს. ვითხოვ, რომ კვირა [2 მაისი] ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდეს“, — ნათქვამია ნათანიაჰუს Twitter-აკაუნტზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებულებიდან ექვსი ადამიანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, 18-ს სერიოზული ტრავმები აქვს და მძიმედაა, რვა ადამიანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ისრაელის სამართალდამცველმა ორგანოებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0