იმუშავებს თუ არა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები უქმე დღეებში: მთავრობის გადაწყვეტილება

© Sputnik / Alexander Imedashvili Galleria Tbilisi
 Galleria Tbilisi  - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა, მაგრამ საფლავებს სასულიერო პირები აკურთხებენ

ღიბრაძის განმარტებით, უქმე დღეებში აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.

„უქმე დღეების პერიოდში ორი დამატებითი შეზღუდვაა. პირველი – ეს არის 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე - 2-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა.

მთავრობაში ამას სააღდგომო არდადეგები უწოდეს. ამასთან, აღდგომაზე მოსახლეობა დაისვენებს 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ხოლო გამოცხადებული უქმეების შემდეგ, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური დასვენების დღეა. შესაბამისად, კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათასობით მოქალაქე მუშაობას 13 მაისს განაახლებს.

ყველა ახალი ამბავი
0