მართლმადიდებლური სამყარო ახლა ვნების კვირას აღნიშნავს – ეს დიდი მარხვის ბოლო, მეშვიდე კვირაა.
ვნების კვირა ორშაბათს იწყება და შაბათს მთავრდება, რასაც აღდგომა მოსდევს. რელიგიური კანონების თანახმად, კვირის ყველა დღე მორწმუნეებს იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო დღეების მოვლენებს აზიარებს.

პირბადით ლოცვას უკვე ყველა მიეჩვია

მეორე წელია კორონავირუსის პანდემიის გამო აღდგომა შეზღუდვების ფონზე აღინიშნება

თუმცა ერთი წლის წინ პირბადე სავალდებულო მხოლოდ ტაძრის შიგნით იყო

ახლა პირბადე სავალდებულოა ყველგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იწერება ჯარიმა

მაგრამ თუ გასულ წელს მლოცველთა რაოდენობამი იკლო...

ახლა ეკლესიები ხალხითაა გადავსებული

ვნების კვირა წელს დიდად არ განსხვავდებოდა ადრინდელებისგან

ტაძრებში დისტანციას არავინ იცავდა

აღევლინა ყველა საჭირო ღვთისმსახურება და რიტუალი

მლოცველები ტაძრების გარეთაც ანთებდნენ სანთლებს

თუმცა ხელისუფლება საზოგადოებას მრავალრიცხოვან ჯგუფებად შეკრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა

თუმცა ეკლესიაში მისვლა არავის აუკრძალავს. შეზღუდვა მხოლოდ სასაფლაოებზე ვრცელდება