2021 წლის იანვარი–მარტში 821,1 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,3%-ით მეტია – დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში.
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარი–მარტში 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 37,6%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – დაახლოებით 250,3 მლნ დოლარი, აშშ – 160 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი – 152,2 მლნ დოლარზე მეტი, უკრაინა – დაახლოებით 139,4 მლნ დოლარი, გერმანია – 111,4 მლნ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – 86,4 მლნ დოლარზე მეტი, იტალია – 61,3 მლნ დოლარზე მეტი. საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან.