თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი მოსკოვში 20−21 მაისს ჩატარდება, ნათქვამია ფედერალური ქართული ნაციონალურ−კულტურული ავტონომიის საიტზე.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ყრილობა, კონფერენციები, სემინარები, ექსკურსიები და კულტურული პროგრამა.
ფორუმზე მიწვეული იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, კულტურის მოღვაწეები, სხვა ნაციონალურ-კულტურული ავტონომიების ხელმძღვანელები და სხვ.
ძირითადი სამუშაო არენები იქნება რუსეთის ხალხთა სასახლე და მოსკოვის ეროვნებათა სახლი.
აღინიშნება, რომ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომია და რუსულ−ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი.