შვიდი წლის ბიჭზე მისმა უბნელებმა სექსუალურად იძალადეს: შემზარავი ფაქტი თბილისში

© Pixabay / Myriams-Fotosმოწყენილი ბიჭუნა
მოწყენილი ბიჭუნა - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
იდენტიფიცირებული არიან თუ არა მოძალადეები, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგანს საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. თბილისში 7 წლის ბიჭზე ორმა არასრულწლოვანმა და ერთმა ზრდასრულმა სექსუალურად იძალადეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სკვერში, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო სქესობრივი კავშირი მოზარდზე სამმა პირმა მუქარით დაამყარა. სავარაუდო დამნაშავეები მოზარდის უბნელები არიან.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
საქართველოში მამაკაცს მოზარდი გოგონას სექსუალური შევიწროებისთვის პასუხი აგებინეს

შემთხვევის შესახებ მოზარდმა დედას შეატყობინა, მან კი პოლიციას აცნობა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ეჭვმიტანილები დაკავებული.

ასევე ცნობილია, რომ სავარაუდოდ მოძალადეებმა მსხვერპლს ინტიმური ფოტოები გადაუღეს და ამ ფოტოებით აშანტაჟებდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.  შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ის პირები, ვისაც შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გარადა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ უკვე ამოიღო ვიდეოჩანაწერები.

ყველა ახალი ამბავი
0