ტიკარაძე: საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მივეცით

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ ლეგალური გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო - ეს გადაწყვეტილება განპირობებულია უმუშევრობის მაღალი დონით და საკმარისი სამუშაო ადგილების შექნის შესაძლებლობის არარსებობით.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს მივეცით შესაძლებლობა, დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ მეგობარ ქვეყნებში, სადაც მათ ელოდებათ შრომის ღირსეული ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში კანონმდებლების წინაშე გამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქე შეძლებს

ტიკარაძის განცხადებით,  სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გერმანიასა და ისრაელთან გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, დროებითი, ლეგალურად დასაქმების მიზნით შერჩეული მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ეტაპობრივად გაემგზავრებიან. გერმანიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი.

„ორივე შემთხვევაში ეს იქნება კარგი პრაქტიკა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა უკეთ გაეცნონ როგორც აგროსექტორის, ისე ხანგრძლივი მოვლის სისტემის საუკეთესო პრაქტიკას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამჟამად ცირკულარული მიგრაციის საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან.

ისრაელის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს

გერმანიის შრომით ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებით ლეგალურად დასაქმება სამი თვით არის  შესაძლებელი. საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებას საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქე შეძლებს. გერმანიაში დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

რაც შეეხება ისრაელს, შეთანხმების თანახმად, 1000-მდე ქართველს შეუძლია, ჩავიდეს და ლეგალურად იმუშაოს ისრაელში. საქართველოს მოქალაქეები დასაქმებას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე  შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0