საქართველო ჩინური ვაქცინის - Sinovac-ის პირველ პარტიას 29 აპრილს მიიღებს

© REUTERS / JOSE CABEZASჩინური ვაქცინა Sinovac-ის ტრანსპორტირება
ჩინური ვაქცინა Sinovac-ის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის – Sinovac-ის პირველი პარტია, 100 ათასი დოზა 29 აპრილს ჩამოვა.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ჩინური ვაქცინა Sinovac-ის პირველი პარტია თბილისში 29 აპრილს ჩამოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

პირველ ეტაპზე საქართველო ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს.

„ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება. ამ ორი ვაქცინით (Sinopharm და Sinovac) ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 240 მილიონამდე ადამიანი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
თბილისსა და მცხეთაში Sinopharm-ით ვაქცინაციის ადგილები სრულად შეივსო

საქართველომ აპრილის დასაწყისში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის  100 ათასი დოზა მიიღო. დამატებით 500 ათას დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელითის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები.

Sinopharm-ის პრეპარატით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი 27 აპრილიდან დაიწყო. პირველ რამდენიმე საათში ჩინური ვაქცინით აცრის შვიდი ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. ამჟამად კი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ვაქცინაციის ადგილები უკვე სრულად შეივსო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის აცრა 41.801-მა ადამიანმა გაიკეთა, მათგან ორივე დოზა - 4.397-მა.

ყველა ახალი ამბავი
0