ხელისუფლება და ოპოზიცია ამნისტიის კანონთან დაკავშირებით კომპრომისს ეძებენ

© photo: Salome Samadashvili / FBსალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
სამშაბათს ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს წინსვლის გზა“, პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემდეგ პარლამენტის მუშაობაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ ფიგურანტების ამნისტიის კანონპროექტის განხილვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში შედგა.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტების შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია  ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია. ოპოზიციური პარტიების ლიდერების თვალსაზრისით, ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ აქციის მონაწილეებს და არავითარ შემთხვევაში პოლიციელებს, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, რომელსაც ადამიანთა უფლებების კონვენცია არ დაურღვევია.

საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
ნიკა მელია თანახმაა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოვიდეს

სამშაბათს, 27 აპრილს ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმებას „საქართველოს წინსვლის გზა“, პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემდეგ პარლამენტის მუშაობაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას შეუდგებიან.

„ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შედეგად გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით... ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ. ვფიქრობ, სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე... ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბრძანებულებას ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას შეწყალების შესახებ იმ შემთხვევაში გამოსცემს, თუ ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება მიაღწევენ კომპრომისს და ხელს მოაწერენ შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმებას. გასულ ორშაბათს მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
ამნისტიის შესახებ კანონი 20 ივნისის მოვლენების ყველა ფიგურანტს არ შეეხება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა არ მიიღონ მონაწილეობა „ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რომელსაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“, თავად კი ამ შემთხვევაში დასთანხმდება ევროკავშირის წინადადებას გირაოს გადახდაზე და პატიმრობიდან გათავისუფლდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი უარს აცხადებს დოკუმენტის ხელმოწერაზე და პარლამენტში შესვლაზე მანამ, სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0