მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიების ოფისებთან აქციები გამართეს

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტების სამიზნე „ნაცმოძრაობა“ „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“ გახდა.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდული მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა  საპროტესტო აქციები იმ სამი პოლიტიკური პარტიის ოფისებთან გამართეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე.

„Sputnik– საქართველოს“  კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან იმყოფებოდნენ. 

მოძრაობა „წინსვლას“ აქტივისტებმა ოპოზიციას მიმართეს - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
„შედით პარლამენტში“ – მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციას მიმართეს

 „ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მიზანი სამი ყველაზე დესტრუქციული პარტიის ოფისებთან მისვლა და საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვაა, აღნიშნული პარტიები პირველივე დღეებიდან ცდილობდნენ მოლაპარაკებებისთვის ხელშეშლას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ–ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.

 „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტებმა შავი ლენტი დაამაგრეს, „ლეიბორისტების“ ოფისის კარზე სტიკერები დაამაგრეს და სათამაშო  წარწერით „შალვა“ დატოვეს.

„ნაცმოძრაობის“ ოფისთან აქტივისტები ბოლოს გამოჩნდნენ და სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა, მათ ამაში ხელი პოლიციამ შეუშალა. აქცია სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი 19 აპრილს მოაწერეს. შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეწყვიტეს ბოიკოტი და პარლამენტში შევიდნენ. აღნიშნულ შეთანხმებაზე ამ დრომდე ხელი არ მოუწერია „ნაცმოძრაობას“ „ევროპულ საქართველოსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

ყველა ახალი ამბავი
0