მიხეილ რამიშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმიხეილ რამიშვილი
მიხეილ რამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
НовостиTelegram
რამიშვილი პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატია, რომლის გარდაცვალების საქმემ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართველი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს: რას ასაჩივრებს ოჯახი

რამიშვილი იცავდა შარშან დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს, ასევე არის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, რომლის საქმეც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

„გადავწყვიტე თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო“, – დაწერა რამიშვილმა.

წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების ბედი, რომლის ჩატარებაც ნახევარი წელია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.

კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0