ღარიბაშვილი: ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა იწყება

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც  63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განახლებას გულისხმობს.
ღარიბაშვილი: ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა იწყება
„ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე ყველა ქალაქის, ყველა კურორტისა და დასახლების ურბანულ განახლებას“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად დაახლოებით 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0