როგორ მივუჩინოთ ადგილი თავხედს ნერვების აუშლელად: სამი რჩევა ფსიქოლოგებისგან

© Pexels / Keira Burton ახალგაზრდა მამაკაცებისგან შეურაცხყოფილი ქალი
ახალგაზრდა მამაკაცებისგან შეურაცხყოფილი ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ფსიქოლოგებმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს – როგორ მივუჩინოთ ადგილი თავხედს ისე, რომ ღირსება არ შეგველახოს და შეურაცხყოფილი არ დავრჩეთ.

ბევრი თქვენგანი იქნება დაკვირვებული, რომ გარემო მეტად აგრესიული გახდა. არცთუ იშვიათად ისეც ხდება, რომ ვიღაც იწყებს ჩხუბს (შესაძლოა, დაუმსახურებლად და უმიზეზოდაც კი), ხოლო თავდასხმის მსხვერპლი ან უმწეოდ შლის ხელებს და არ იცის, როგორ დაიცვას თავი, როგორ მოიგერიოს აგრესორი, ან ისიც ყვირილს იწყებს და საქმე სერიოზულ ჩხუბამდე მიდის.

სკამები და ბუშტები ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2018
ფსიქოლოგის რჩევები: როგორ გავანეიტრალოთ სკანდალი ნერვების აუშლელად

ფსიქოლოგების აზრით, ყველაზე მთავარი თავხედ ადამიანთან საუბრისას – საკუთარი ემოციების მოთოკვაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უსიტყვოდ უნდა გადაყლაპოთ თქვენ მიმართ გამოვლენილი უხეშობა. 

დარგის სპეციალისტები გარკვეულ რეკომენდაციებს გვაძლევენ, როგორ უნდა მივუჩინოთ ადგილი თავხედს ისე, ქუჩაში იქნება ეს, სამსახურში თუ სხვა ადგილზე, რომ ღირსება არ დავკარგოთ.

მადლობა

მიუხედავად იმისა, რომ უხამსობაზე ბუნებრივი რეაქცია უხამსად პასუხია, არ იჩქაროთ ამის გაკეთება. შესაძლოა, მავანი სწორედაც თქვენ გაბრაზებასა და მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდეს. ფსიქოლოგები ამგვარ სიტუაციაში თავხედის მშვიდად და ბოლომდე მოსმენას გირჩევენ, რის შემდეგაც მათ ერთადერთი სიტყვა – „მადლობა“ უნდა უთხრათ და გაეცალოთ.

ამ გზით სრულიად უსარგებლო ავყიობასაც აიცდენთ თავიდან და, რაც მთავარია, ჩიხში მოამწყვდევთ თავდამსხმელს.

„რატომ ხართ ასეთი ავი?“

ადამიანს, რომელიც უხეშად მოგმართავთ ან გექცევათ, მარტივი კითხვა უნდა დაუსვათ: „რატომ ხართ ასეთი ავი?“
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ კითხვის შემდეგ თქვენი „ოპონენტი“ რაღაც დროით აუცილებლად გადაერთვება საკუთარ თავზე და, შესაძლოა, მეტყველების უნარიც კი წაერთვეს.

მოკლედ, ავყიობას შეწყვეტს და თქვენც მშვიდად გაეცლებით მას.

„რა გინდათ, რომ გიპასუხოთ?“ 

ასეთი შეკითხვა თავხედს აუცილებლად ამოაგდებს კალაპოტიდან და აიძულებს დაფიქრდეს თავის სიტყვებზე. 

გარდა ამისა, შესაძლოა ამ კითხვით ის გულახდილ საუბარზეც კი „წამოაგოთ“ და გაიგოთ კიდეც, რატომ გექცევათ ნეგატიურად.

ყველა ახალი ამბავი
0