უნგრეთში ყველაზე უსაფრთხო ვაქცინად „სპუტნიკV" დასახელდა

© REUTERS / SHAMIL ZHUMATOVვაქცინა Sputnik V
ვაქცინა Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
უნგრეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ბოლო მონაცემები ქვეყანაში მოხმარებაში არსებული ხუთი ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კუთხით

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV" უნგრეთში ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინად დასახელდა, განაცხადეს პირდაპირი ინვესტიციების რუსულ ფონდში (RDIF).

უნგრეთის მთავრობამ, რომელმაც ევროკავშირში პირველმა დაიწყო „სპუტნიკV"-ს გამოყენება, ხუთი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.

დადგინდა, რომ სწორედ „სპუტნიკV" ავლენს საუკეთესო მაჩვენებლებს უსაფრთხოების (ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 7-32-ჯერ ნაკლებია) და ეფექტიანობის კუთხით (კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 2-7-ჯერ ნაკლებია). მაგალითად, რუსული ვაქცინით აცრილთა 100 ათას ადამიანზე მოდის კორონავირუსით ინფიცირებული 95 პირი და გარდაცვალების ერთი შემთვევა. შედარებისთვის, Astrazeneca-თი ცარილ 100 ათას ადამიანზე მოდის 700 ინფიცირება და გარდაცვალების 7 შემთხვევა. Pfizer/BioNTech-ის შემთხვევაში 100 ათას აცრილზე მოდის 555 ინფიცირება და გარდაცვალების 32 შემთხვევა.

ვაქცინა Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ჯანმომ რუსული კოვიდ-ვაქცინა შესაძლოა ზაფხულში მოიწონოს

„უნგრული მონაცემები აჩვენებს, რომ „სპუტნიკV"-ს გამოყენების შემდეგ 100 ათას აცრილზე სიკვდილიანობის შემთხვევების რაოდენობა 20-32-ჯერ ნაკლებია და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 2-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ი-რნმ-ვაქცინების შემდეგ, რომლებიც უნგრეთში გამოიყენება“, - აღნიშნეს „სპუტნიკV"-ს შემქმნელებმა.

ვაქცინა „სპუტნიკV" დამტკიცებულია 60 ქვეყანაში, რომელთა საერთო მოსახლეობა 3 მილიარდ ადამიანს შეადგენს. სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით „სპუტნიკV" მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. რუსეთში 3,8 მილიონი აცრილი მოქალაქის მონაცემთა ანალიზის შედეგებით, ვაქცინის ეფექტიანობამ 97,6% შეადგინა. რაც აღემატება სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებს (91,6%), განაცხადეს RDIF-სა და გამალეის ცენტრში.

 

ყველა ახალი ამბავი
0