თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოში 26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარდა ამისა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ასევე ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.