სამეგრელო-ზემო სვანეთში 280 კოვიდპაციენტი მკურნალობს

© photo: Sputnik / Nika Latariaრუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 966-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 303.751-ს მიაღწია.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით კი 280 ადამიანი მკურნალობს, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 20 პაციენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 162 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 17 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კორონავირუსის ეპიდემია- გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 3 ისევ მძიმედაა.

აბაშის „ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის „ლაზიკა მედში" 50 პირი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 8 მოქალაქე რჩება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 966-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 303.751-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0