ია ფარულავა: ჩემთან ძალიან კარგი აურაა და ვინც მოდის, წასვლა აღარ უნდა, აქ ისვენებენ
„მთელი რვა წელი იმდენად პატარა ბინაში ვცხოვრობდი რომ სივრცეს დახამებული ვარ. ჩემს ახალ ბინაში, ჩემმა მეგობარმა, სალომე მებურიშვილმა, რომელიც ნიჭიერი დიზაინერია, ყველაფერი საკუთარი გემოვნებით დაგეგმა. მართალია, ბევრ რამეზე ვიჩხუბეთ და ვიკამათეთ, მაგრამ ნათქვამია: კამათში ჭეშმარიტება იბადება,“-ამბობს ია ფარულავა.
მსახიობი ია ფარულავა: „ჩემთან რა დროსაც უნდა მოხვიდე, ჩაი, თაფლი და სასუსნავები ყოველთვის მაქვს. ოღონდ,სახლში ნამცხვარს არ ვაჭაჭანებ. ბავშვობაში მინდოდა, რომ ბალერინა გავმხდარიყავი, პუანტებიც კი მქონდა შეძენილი, მაგრამ საამისო მონაცემები არ მქონდა“.