კომპანიამ 1500 დრონი გამოიყენა შანხაის ცაზე გიგანტური QR კოდის გამოსახულების შესაქმნელად. „ჩინეთი მომავლის სამყაროში ცხოვრობს, გიგანტური QR კოდი ნამდვილი სიგიჟეა!” – ასე შეაფასეს შოუ Facebook-ის მომხმარებლებმა მთელი მსოფლიოდან.
Bilibili-მ შოუ იაპონური ვიდეო თამაშ “Princess Connect! Re: Dive”-ის ერთი წლის იუბილეს მიუძღვნა. მაყურებლებს შეეძლოთ, QR კოდი მობილურის დახმარებით დაესკანერებინათ, რის შემდეგაც თამაშთან დაკავშირებულ ვებგვერდზე მოხვდებოდნენ.
თამაში იაპონიაში სამი წლის წინ ამოქმედდა, ჩინეთში კი – გასული წლის აპრილში.