ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში პრესკონფერენცია ჩაინიშნა

© photo: Sputnikმეუფე სტეფანე
მეუფე სტეფანე - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
ეპარქიაში უარყვეს, თითქოს დღეს მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებს მიმართა და კითხვების წერილობით დასმა მოსთხოვა

თბილისი, 25 აპრილი  – Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში 10 მაისს 14:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის, სადაც ისინი ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებენ, ნათქვამია ეპარქიის Facebook-გვერდზე.

საპარტრულო პოლიცია ჭყონდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
მეუფე სტეფანე: „ჟურნალისტებმა წერილობით მომმართონ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელია“

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ თავის ქადაგებაში მიმართა მედია საშუალებებს, რომ კითხვები დაუსვან წერილობით და ის წერილობით გასცემს პასუხებს.

„სინამდვილეში მეუფე სტეფანემ მიმართა ამბოხებულებს, რომ რადგან ისინი არ აძლევენ მას პასუხების გაცემის საშუალებას ნორმალურ ვითარებაში (მუდმივად აწყვეტინებენ სიტყვას), ამიტომ ამიერიდან მათ შეეძლებათ მიმართონ მას კითხვებით მხოლოდ წერილობითი სახით და წერილობითვე მიიღებენ პასუხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. ტაძარში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებს. მასვე უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ უთანხმოებასაც. მეუფე სტეფანემ, რომლის გამოჩენამ ასევე გამოიწვია ხმაური, ტაძარში შესვლა მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ მოახერხა.

სალხინოს მონასტრის ეზოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღძრა. მთელი დღის განმავლობაში მონასტრის ეზოში პოლიცია იყო მობილიზებული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0