ზუგდიდის ბაზარში ქურდობაზე ერთი პირი დააკავეს

© Sputnik / STRINGERპოლიცია ზუგდიდის რაიონში
პოლიცია ზუგდიდის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
პოლიციამ ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა გამყიდველ ქალს დაახლოებით 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით ბაზრიდან მოშორებით, ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0