თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.271 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 781 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 98, სამეგრელო–ზემო სვანეთი - 91, იმერეთი – 71, შიდა ქართლი – 53, ქვემო ქართლი – 52, კახეთი – 48, გურია – 41, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284.286-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.992-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.231 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.527 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.921 აჭარაში – 404, იმერეთში – 404.
584 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 113 პირი, მათგან თბილისში – 80, აჭარაში – 7, იმერეთში – 11.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 682 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 349, აჭარაში – 317. 9.022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21.834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.233 პირი, აჭარაში – 2.711, იმერეთში – 1.199.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.271-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 301.535-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.